სიცრუის დეტექტორი, ანუ პოლიგრაფი, არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი სიმართლის დასადგენად — როგორც პირად, ასევე საქმიან სიტუაციებში. ახალგაზრდა დეტექტივები გთავაზობთ პოლიგრაფის პროფესიონალურ მომსახურებას თბილისში, კანონის სრული დაცვით.
როგორ მუშაობს პოლიგრაფირება?
სიცრუის დეტექტორზე შემოწმება ხდება მხოლოდ შესამოწმებელი პირის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. კითხვები და მათი შინაარსი წინასწარ თანხმდება ასოციაციის სპეციალისტთან. გამოკითხვა ტარდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომელიც ზომავს ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებს პასუხების დროს.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ მომზადდება ოფიციალური დასკვნა, სადაც ასახული იქნება: კითხვები და შესაბამისი პასუხები, პროგრამული მაჩვენებლების ცვლილებები და სპეციალისტის დასკვნა პასუხების სანდოობის შესახებ.
ვის გამოადგება სიცრუის დეტექტორი?
პოლიგრაფირების მომსახურებით სარგებლობენ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. ყველაზე გავრცელებული შემთხვევებია: თანამშრომლის კეთილსინდისიერების შემოწმება, პარტნიორის სანდოობის გადამოწმება, ოჯახური დავების გარკვევა და სასამართლო საქმეებისთვის დამატებითი მტკიცებულების მოპოვება. სიცრუის დეტექტორი ასევე ქმნის ახალ ალტერნატივას სამართალწარმოების მიმართულებით.
დაგვიკავშირდით: +995 511 10 82 10 — 24/7 სამუშაო რეჟიმი

დატოვე კომენტარი