ონლაინ მონიტორინგი

მოწყობილობების მონიტორინგი რეალური დროის რეჟიმში ხორციელდება კომპიუტერიდან ან მობილური ტელეფონიდან. ამისთვის არ არის საჭირო სპეციალური პროგრამების დაინსტალირება არც ორგანიზაციის სერვერზე და არც სამუშაო კომპიუტერზე, საკმარისია  ბრაუზერის მეშვეობით WEB ინტერფეისზე წვდომა ლოგინის და პაროლის გამოყენებით.

GPS მიხედვით ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა.

სატელიტური ნავიგაციის სიგნალები უზრუნველყოფენ ადგილმდებარეობის, სიჩქარის და მოძრაობის მიმართულების უზუსტეს დადგენას. აქტუალური და ზუსტი ინფორმაცია იძლევა მოწყობილობების ონლაინ მონიტორინგის და დეტალური გადაადგილების ისტორიის ნახვის საშუალებას.

აქტუალური ინფორმაცია

გარდა მოძრაობის პარამეტრებისა, ასევე რეალური დროის რეჟიმში შესაძლებელია სხვადასხვა აქტუალური ინფორმაციის ნახვა როგორიც არის: სენსორების მონაცემები, გარბენი, აქტივობის დრო, ვინ მართვას მანქანას. ზემოაღნიშნული  ინფორმაციის  ჩვენება  რეგულირდება თქვენი საჭიროების მიხედვით.

დეტალური რუკები

მონიტორინგის სისტემა GPS Controlგთავაზობთ რუკების ყველაზე დიდ არჩევანს. ყველა რუკა არის ლიცენზირებული; თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ რუკები დამატებითი გადასახადის გარეშე.

დაწვრილებითი დეტალიზაცია შენობამდე

სისტემა გთავაზობთ 12 რუკას, რომლებზეც დატანილია ქუჩები და სურათები თანამგზავრებიდან, რაც უზრუნველყოფს იდეალურ კარტოგრაფიულ დაფარვას როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. რუკების გადართვა ხდება მაუსზე  ერთი დაჭერით. თუ არჩეულმა რუკამ ვერ უზრუნველყო საჭირო დეტალიზაცია,სასურველ ინფორმაციას აუცილებლად მოიძიებთ სხვა რუკის არჩევისას.

გეოკოდირება

გონივრული ძებნა ავტომატურად ასახავს რუკაზე მოსაძებნ მისამართს. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია მისამართზე არ არის სრული, სისტემა შემოგთავაზებთ რამოდენიმე ყველაზე მიახლოვებულ ვარიანტს.

ადგილის მისამართი ასევე მითითებულია განგაშებში, შეტყობინებებში და ანალიტიკურ რეპორტებში, რაც იძლევა საშუალებას ადვილად დავადგინოთ სად დაფიქსირდა მოვლენა, სად დაიწყო და სად დამთავრდა მარშრუტი. გარდა მისამართისა, ყველა ზემოაღნიშნულ ინფორმაციას თან ახლავს ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები.

მარშრუტების ისტორია

მონიტორინგის სისტემა 6 თვის განმავლობაში ინახავს მოწყობილობების გადაადგილების დეტალურ ისტორიას. ნებისმიერ დროს თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მოწყობილობის გადაადგილება რუკაზე. აქვე არის მითითებული :

  • დაწყების, გაჩერებების და დასრულების მისამართი, თარიღი და დრო;
  • მოწყობილობის მონაცემების გადმოცემის მისამართი, თარიღი და დრო;
  • ჯამური ხანგრძლივობა და მანძილი;
  • მოძრაობის დრო, გაჩერების დრო, მოტოსაათები;
  • საშუალო და მაქსიმალური სიჩქარე;
  • საწვავის დანახარჯი;

განგაშები და შეტყობინებები

GPS Control იძლევა საშუალებას  განახორციელოთ ფართო სპექტრის მოვლენების მონიტორინგი მოქნილი  კონტროლის სისტემის მეშვეობით, რომელიც დაფუძნებულია მოწყობილობების მიერ დაფიქსირებულ ადგილმდებარეობაზე და წინასწარ დაწესებული  პირობების დარღვევაზე. მომხმარებლის მიერ  შესაბამისი პირობების განსაზღვრა ხდება წინასწარ, კონკრეტული მოწყობილობის ჭრილში.

ჩვენი განგაშების ახალი სისტემა შედგება 15 განგაშის ტიპისგან, რომელთა რიცხვი მომავალში კიდე გაიზრდება:

  1. Digital IO
  2. ობიექტთან მისვლა/წამოსვლა
  3. ზონაში შესვლა/გასვლა
  4. ობიექტთან გაჩერება
  5. ზონაში გაჩერება
  6. სიჩქარის გადაჭარბება ზონაში
  7. ავტომობილის გაჩერება
  8. სიჩქარის გადაჭარბება
  9. ჩართული ძრავით დგომა
  10. გათიშული ძრავით მოძრაობა
  11. ღილაკის განგაში
  12. ტემპერატურის განგაში
  13. ავტომობილის მოძრაობა
  14. ობიექტთან პარკირება
  15. ზონაში პარკირება

ანალიტიკური მონაცემები

GPS Control მონიტორინგის სისტემა იძლევა საშუალებას სრულყოფილად გაანალიზოთ ინფორმაცია ავტოპარკის გამოყენების და ტვირთების გადაზიდვის თაობაზე, შეაფასოთ პერსონალის მუშაობის ექფექტურობა. ამისთვის მონიტორინგის სისტემა ამუშავებს ტრეკერებიდან შემოსულ ტელემეტრიულ და სანავიგაციო ინფორმაციას და ასახავს მას სხვადასხვა ტიპის რეპორტების და გრაფიკული დიაგრამების სახით.

რეპორტები

გამოყენების ძირითადი სფეროების მიხედვით რეპორტები დაყოფილია ფუნქციურ ჯგუფებად, რაც ამარტივებს სასურველი ინფორმაციის მოძიებას. ყოველდღიურ საქმიანობაში ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი რეპორტები:

  • მარშრუტები-დაჯამებული მონაცემები მოწყობილობების ან დღეების მიხედვით. რეპორტი ასახავს მუშაობის დროს,ასევე ავტომანქანის ექსპლუატაციის მონაცემებს, როგორიც არის მოძრაობის დრო, მოტოსაათები, მანძილი, საწვავის ხარჯი და სიჩქარე. რეპორტის გამოტანა შესაძლებელია  წინასწარ გაწერილი სამუშაო პერიოდების მიხედვით, დამატებითი ფილტრების გამოყენება იძლევა საშუალებას ნახოთ საჭირო ინფორმაცია კონკრეტული დღეების და გეოზონების მიხედვით.
  • გაჩერებები-დაჯამებული და დეტალური ინფორმაცია მარშრუტების შესახებ გაჩერების თარიღის, დროის, ხანგრძლივობის და ადგილის, ასევე გახარჯული საწვავის მითითებით.რეპორტის ჩანაწერზე დაკლიკვით შესაძლებელია გავლილი მარშრუტის რუკაზე ნახვა. ცალკე გამოყოფილია პირველი დაძვრის და ობიექტთან გაჩერების რეპორტები.
  • განგაშები-სისტემაში დარეგისტრირებული განგაშების რეპორტი, როგორც დეტალური, ასევე დაჯამებული.
  • სერვისები-სისტემაში დარეგისტრირებული სერვისების რეპორტი შესრულების სტატუსის მითითებით.
  • საწვავის რეპორტი- მოწყობილობისთვის წინასწარ გაწერილი საწვავის ლიმიტის და რეალურად გახარჯული საწვავის რაოდენობის შედარება.

მიმოხილვა

გარდა რეპორტებისა, თქვენ შეგიძლიათ თვალსაჩინო გრაფიკული გამოსახულების მეშვეობით  დაინახოთ ავტოპარკის მდგომარეობა სხვადასხვა კუთხით, მაგალითად, მანქანები, რომლებზეც ყველაზე მეტი განგაში დარეგისტრირდა ან ის ობიექტები, რომელზეც ყველაზე ხშირად მიდიან თქვენი მანქანები. ასევე საინტერესოა ავტომობილების გარბენის, გახარჯული საწვავის და დაქოქილი ძრავით დგომის  შესახებ დღის ჭრილში დაჯამებული ინფორმაცია.

მონიტორინგი სმარტფონებიდან

GPS Control გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ თქვენი ავტოპარკი იმ შემთხვევაშიც, თუ არ იმყოფებით სტაციონარულ კომპიუტერთან. ასეთი შემთხვევებისთვის შემუშავებულია მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია  როგორც Google Play, ასევე  App Store -ზე.

მობილურია აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეძლებთ:

  • მოწყობილობის ადგილმდებარეობის დადგენას რეალური დროის რეჟიმში;
  • გადაადგილების ისტორიის ნახვას;
  • მიიღებთ სისტემაში წინასწარ დაკონფიგურირებულ შეტყობინებებს /განგაშებს;
  • დააგენერირებთ ძირითად რეპორტებს;
  • ნახავთ მიმოხილვას

ავტომობილის კონტროლი (კონტრზომები)

გთავაზობთ მოწყობილობას, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ გააკონტროლოთ თქვენი ავტომობილი, ასევე გამოვავლინოთ კონტროლდება თუ არა თქვენი ავტომობილი მსგავსი მოწყობილობებით.