პოლიგრაფის მომსახურებას. მომსახურებას გაგიწევენ ასოციაციის სპეციალისტები.
სიცრუის დეტექტორის მომსახურებაზე აუცილებელია იმ პირის თანხმობა, ვინც უნდა შემოწმდეს პოლიგრაფზე.
პოლიგრაფირება ხდება წინასწარ მომზადებული კითხვების შესაბამისად, რომელის შინაარსიც და ენაც შეთანხმებული უნდა იყოს წინასწარ ასოციაციის წარმომადენელთან.
პოლიგრაფზე შემოწმების შემდეგ დასმული კითხვები და პასუხები, რომელიც აღირიცხება სპეციალურ პროგრამაში, საბოლოოდ ჩამოყალიბდება დასკვნის სახით, სადაც წარმოდგენილი იქნება კითხვებზე გაცემული პასუხების დამოიდებულა პოლიგრაფირების პიროვნების, აისახება პროგრამული მაჩვენებელის ცვლილებები, რაც ვარაუდის საფუძველს ქმნის აღნიშნული პასუხების სისწორეში ან სიცრუეში.
აღნიშნული მომსახურებით სარგებლობს როგორ ფიზიკური ასევე იურიდიული პირები, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, სიცრუის დეტექტორი ქმნის ახალ ალტერნატივას სამართალწარმოების მიმართლებით.
მოწყობილობების მონიტორინგი რეალური დროის რეჟიმში ხორციელდება კომპიუტერიდან ან მობილური ტელეფონიდან. ამისთვის არ არის საჭირო სპეციალური პროგრამების დაინსტალირება არც ორგანიზაციის სერვერზე და არც სამუშაო კომპიუტერზე, საკმარისია ბრაუზერის მეშვეობით WEB ინტერფეისზე წვდომა ლოგინის და პაროლის გამოყენებით.
GPS მიხედვით ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა.
სატელიტური ნავიგაციის სიგნალები უზრუნველყოფენ ადგილმდებარეობის, სიჩქარის და მოძრაობის მიმართულების უზუსტეს დადგენას. აქტუალური და ზუსტი ინფორმაცია იძლევა მოწყობილობების ონლაინ მონიტორინგის და დეტალური გადაადგილების ისტორიის ნახვის საშუალებას.
აქტუალური ინფორმაცია
გარდა მოძრაობის პარამეტრებისა, ასევე რეალური დროის რეჟიმში შესაძლებელია სხვადასხვა აქტუალური ინფორმაციის ნახვა როგორიც არის: სენსორების მონაცემები, გარბენი, აქტივობის დრო, ვინ მართვას მანქანას. ზემოაღნიშნული ინფორმაციის ჩვენება რეგულირდება თქვენი საჭიროების მიხედვით.
დეტალური რუკები
მონიტორინგის სისტემა GPSControlგთავაზობთ რუკების ყველაზე დიდ არჩევანს. ყველა რუკა არის ლიცენზირებული; თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ რუკები დამატებითი გადასახადის გარეშე.
დაწვრილებითი დეტალიზაცია შენობამდე
სისტემა გთავაზობთ 12 რუკას, რომლებზეც დატანილია ქუჩები და სურათები თანამგზავრებიდან, რაც უზრუნველყოფს იდეალურ კარტოგრაფიულ დაფარვას როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. რუკების გადართვა ხდება მაუსზე ერთი დაჭერით. თუ არჩეულმა რუკამ ვერ უზრუნველყო საჭირო დეტალიზაცია,სასურველ ინფორმაციას აუცილებლად მოიძიებთ სხვა რუკის არჩევისას.
გეოკოდირება
გონივრული ძებნა ავტომატურად ასახავს რუკაზე მოსაძებნ მისამართს. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია მისამართზე არ არის სრული, სისტემა შემოგთავაზებთ რამოდენიმე ყველაზე მიახლოვებულ ვარიანტს.
ადგილის მისამართი ასევე მითითებულია განგაშებში, შეტყობინებებში და ანალიტიკურ რეპორტებში, რაც იძლევა საშუალებას ადვილად დავადგინოთ სად დაფიქსირდა მოვლენა, სად დაიწყო და სად დამთავრდა მარშრუტი. გარდა მისამართისა, ყველა ზემოაღნიშნულ ინფორმაციას თან ახლავს ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები.
მარშრუტების ისტორია
მონიტორინგის სისტემა 6 თვის განმავლობაში ინახავს მოწყობილობების გადაადგილების დეტალურ ისტორიას. ნებისმიერ დროს თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მოწყობილობის გადაადგილება რუკაზე. აქვე არის მითითებული :
დაწყების, გაჩერებების და დასრულების მისამართი, თარიღი და დრო;
მოწყობილობის მონაცემების გადმოცემის მისამართი, თარიღი და დრო;
ჯამური ხანგრძლივობა და მანძილი;
მოძრაობის დრო, გაჩერების დრო, მოტოსაათები;
საშუალო და მაქსიმალური სიჩქარე;
საწვავის დანახარჯი;
განგაშები და შეტყობინებები
GPS Control იძლევა საშუალებას განახორციელოთ ფართო სპექტრის მოვლენების მონიტორინგი მოქნილი კონტროლის სისტემის მეშვეობით, რომელიც დაფუძნებულია მოწყობილობების მიერ დაფიქსირებულ ადგილმდებარეობაზე და წინასწარ დაწესებული პირობების დარღვევაზე. მომხმარებლის მიერ შესაბამისი პირობების განსაზღვრა ხდება წინასწარ, კონკრეტული მოწყობილობის ჭრილში.
ჩვენი განგაშების ახალი სისტემა შედგება 15 განგაშის ტიპისგან, რომელთა რიცხვი მომავალში კიდე გაიზრდება:
Digital IO
ობიექტთან მისვლა/წამოსვლა
ზონაში შესვლა/გასვლა
ობიექტთან გაჩერება
ზონაში გაჩერება
სიჩქარის გადაჭარბება ზონაში
ავტომობილის გაჩერება
სიჩქარის გადაჭარბება
ჩართული ძრავით დგომა
გათიშული ძრავით მოძრაობა
ღილაკის განგაში
ტემპერატურის განგაში
ავტომობილის მოძრაობა
ობიექტთან პარკირება
ზონაში პარკირება
ანალიტიკური მონაცემები
GPS Control მონიტორინგის სისტემა იძლევა საშუალებას სრულყოფილად გაანალიზოთ ინფორმაცია ავტოპარკის გამოყენების და ტვირთების გადაზიდვის თაობაზე, შეაფასოთ პერსონალის მუშაობის ექფექტურობა. ამისთვის მონიტორინგის სისტემა ამუშავებს ტრეკერებიდან შემოსულ ტელემეტრიულ და სანავიგაციო ინფორმაციას და ასახავს მას სხვადასხვა ტიპის რეპორტების და გრაფიკული დიაგრამების სახით.
რეპორტები
გამოყენების ძირითადი სფეროების მიხედვით რეპორტები დაყოფილია ფუნქციურ ჯგუფებად, რაც ამარტივებს სასურველი ინფორმაციის მოძიებას. ყოველდღიურ საქმიანობაში ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი რეპორტები:
მარშრუტები-დაჯამებული მონაცემები მოწყობილობების ან დღეების მიხედვით. რეპორტი ასახავს მუშაობის დროს,ასევე ავტომანქანის ექსპლუატაციის მონაცემებს, როგორიც არის მოძრაობის დრო, მოტოსაათები, მანძილი, საწვავის ხარჯი და სიჩქარე. რეპორტის გამოტანა შესაძლებელია წინასწარ გაწერილი სამუშაო პერიოდების მიხედვით, დამატებითი ფილტრების გამოყენება იძლევა საშუალებას ნახოთ საჭირო ინფორმაცია კონკრეტული დღეების და გეოზონების მიხედვით.
გაჩერებები-დაჯამებული და დეტალური ინფორმაცია მარშრუტების შესახებ გაჩერების თარიღის, დროის, ხანგრძლივობის და ადგილის, ასევე გახარჯული საწვავის მითითებით.რეპორტის ჩანაწერზე დაკლიკვით შესაძლებელია გავლილი მარშრუტის რუკაზე ნახვა. ცალკე გამოყოფილია პირველი დაძვრის და ობიექტთან გაჩერების რეპორტები.
განგაშები-სისტემაში დარეგისტრირებული განგაშების რეპორტი, როგორც დეტალური, ასევე დაჯამებული.
სერვისები-სისტემაში დარეგისტრირებული სერვისების რეპორტი შესრულების სტატუსის მითითებით.
საწვავის რეპორტი- მოწყობილობისთვის წინასწარ გაწერილი საწვავის ლიმიტის და რეალურად გახარჯული საწვავის რაოდენობის შედარება.
მიმოხილვა
გარდა რეპორტებისა, თქვენ შეგიძლიათ თვალსაჩინო გრაფიკული გამოსახულების მეშვეობით დაინახოთ ავტოპარკის მდგომარეობა სხვადასხვა კუთხით, მაგალითად, მანქანები, რომლებზეც ყველაზე მეტი განგაში დარეგისტრირდა ან ის ობიექტები, რომელზეც ყველაზე ხშირად მიდიან თქვენი მანქანები. ასევე საინტერესოა ავტომობილების გარბენის, გახარჯული საწვავის და დაქოქილი ძრავით დგომის შესახებ დღის ჭრილში დაჯამებული ინფორმაცია.
მონიტორინგი სმარტფონებიდან
GPS Control გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ თქვენი ავტოპარკი იმ შემთხვევაშიც, თუ არ იმყოფებით სტაციონარულ კომპიუტერთან. ასეთი შემთხვევებისთვის შემუშავებულია მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Google Play, ასევე App Store -ზე.
მობილურია აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეძლებთ:
მოწყობილობის ადგილმდებარეობის დადგენას რეალური დროის რეჟიმში;
გადაადგილების ისტორიის ნახვას;
მიიღებთ სისტემაში წინასწარ დაკონფიგურირებულ შეტყობინებებს /განგაშებს;
დააგენერირებთ ძირითად რეპორტებს;
ნახავთ მიმოხილვას
ავტომობილის კონტროლი (კონტრზომები)
გთავაზობთ მოწყობილობას, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ გააკონტროლოთ თქვენი ავტომობილი, ასევე გამოვავლინოთ კონტროლდება თუ არა თქვენი ავტომობილი მსგავსი მოწყობილობებით.
Shopping Basket
Manage Cookie Consent
To provide the best experiences, we use technologies like cookies to store and/or access device information. Consenting to these technologies will allow us to process data such as browsing behavior or unique IDs on this site. Not consenting or withdrawing consent, may adversely affect certain features and functions.
Functional
Always active
The technical storage or access is strictly necessary for the legitimate purpose of enabling the use of a specific service explicitly requested by the subscriber or user, or for the sole purpose of carrying out the transmission of a communication over an electronic communications network.
Preferences
The technical storage or access is necessary for the legitimate purpose of storing preferences that are not requested by the subscriber or user.
Statistics
The technical storage or access that is used exclusively for statistical purposes.The technical storage or access that is used exclusively for anonymous statistical purposes. Without a subpoena, voluntary compliance on the part of your Internet Service Provider, or additional records from a third party, information stored or retrieved for this purpose alone cannot usually be used to identify you.
Marketing
The technical storage or access is required to create user profiles to send advertising, or to track the user on a website or across several websites for similar marketing purposes.