თუკი ისტორიულ მიმოხილვას თვალს გადავავლებთ დავინახავთ,რომ რელიგიურმა პროპაგანდამ (მე-17 საუკუნეში ,,პროპაგანდა” კათოლიკეებისთვის მისიონერთა სწავლებას ნიშნავდა,რაც მიზნად პროტესტანტებს შორის რელიგიის პოპულარიზაციას ისახავდა) საფუძველი შექმნა პოლიტიკური პროპაგანდისა და პროპაგანდისტული რეჟიმებისთვის. პროპაგანდისტებმა საკუთარი სტრატეგია სწორედ რელიგიისგან მიღებულ გამოცდილებაზე დააფუძნეს.მკვლევრები და ისტორიკოსები ხშირად აღნიშნავენ,რომ კომუნისტებმა რელიგიის მსგავსად შექმნეს სიმბოლიკა,მისალმების განსაკუთრებული ფორმა,ლიდერის კულტი,რეგულარული თავშეყრა ტრადიციული რიტუალითა და, რაც მთავარია,რწმენა,რომ სამყარო უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს. იმდროინდელი პრესა ამის ნათელი მაგალითია. დავიწყოთ გაზეთ „ Искра“-ს განხილვით (გამოიცემის თარიღი 1900 წლის 1 დეკემბერი) ,,Искра“ ქართულად ნაპერწკალს ნიშნავს, მისი სლოგანი:,,из искры возгорится пламя” (ნაპერწკლიდან ალი აენთება”) კი გულისხმობდა, რომ რევოლუცია უნდა გაღვივებულიყო. გაზეთში განთავსებული პუბლიკაციები წყობის დამხობას მოუწოდებდა. მოგეხსენებათ,წიგნიერება იმ დროს პრობლემა იყო, ამიტომ ამ პრობლემას აგიტპროპაგანდისტები უმკლავდებოდნენ. ეს ადამიანები თვითონ მიდიოდნენ მოსახლეობასთან და ქადაგებდნენ თუ რა ეწერა ამ გაზეთში. შესაბამისად, ეს მოწოდებები გავრცელდა ყველაზე,მათ შორის უწიგნურებზეც,რადგან მათს მთავარ სამიზნეს სწორედ ისინი წარმოადგენდნენ,სწორედ მათ სთავაზობდნენ უკეთეს ცხოვრებას. მუშები,გლეხები უნდა ყოფილიყვნენ ქვეყნის ძლიერი ძალა ,რაც საკმაოდ დამაჯერებლად და მომხიბვლელად ჟღერდა. ხალხსაც(უმეტესწილად პროლეტარებს) ამის სწამდა. საბოლოოდ გაზეთმა თავის ფუნქცია შეასრულა და ბოლშევიკები ხელისუფლებაში მოვიდნენ. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე „Искра“-ს გამოცემა შეწყდა. ასპარეზზე ახალი გაზეთი ,,Правда” (ქართ. სიმართლე) გამოჩნდა.პროპაგანდისტები გვეუბნებიან, რომ ეს არის სიმართლე,აქ იწერება ნამდვილი ჭეშმარიტება ,ამიტომ ის უალტერნატივოა. გაზეთი ხელმისაწვდომი იყო ყველგან და ყველასთვის,ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს შეეძლო გაცნობოდა მას,რაც საბჭოთა რეჟიმის წისქვილზე ასხამდა წყალს. დაბოლოს,ბოლშევიკურმა მთავრობამ კარგად იცოდა პროპაგანდის,როგორც ცნებისა და ამ პროცესის მნიშვნელობა. ამის ნათელი მაგალითია „Искра“-დან ,,Правда“-მდე პერიოდიც.