უახლესი თაობის სიცრუის დეტექტორზე შემოწმება დიპლომირებული პოლიგრაფოლოგისგან

პოლიგრაფიული კვლევა და ფსიქო-ფიზიოლოგიური ექსპერტიზა სიმართლის დასადგენად

წარმოგიდგენთ სიმართლის დადგენის ყველაზე თანამედროვე და მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდს. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ კვალიფიციურ პოლიგრაფიულ მომსახურებას, რომელსაც უძღვება საერთაშორისო სტანდარტების მქონე, დიპლომირებული პოლიგრაფოლოგი.

რას ნიშნავს პოლიგრაფიული შემოწმება?

პოლიგრაფი (ე.წ. „სიცრუის დეტექტორი“) არის მაღალტექნოლოგიური აპარატი, რომელიც რეალურ დროში აფიქსირებს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე უმცირეს ფსიქო-ფიზიოლოგიურ ცვლილებებს. სათანადო პროგრამული უზრუნველყოფისა და პროფესიული ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია დადგინდეს კონკრეტულ გამღიზიანებელზე (კითხვაზე) პიროვნების სპეციფიკური რეაქცია, რაც პირდაპირ მიანიშნებს ინფორმაციის ფლობის ან დამალვის ფაქტზე.

მომსახურების სფეროები:

  • კორპორაციული უსაფრთხოება: თანამშრომლების შერჩევა (Screening) და შიდა მოკვლევა.
  • ბიზნეს პარტნიორობა: პარტნიორებსა და კლიენტებს შორის ნდობის გამყარება და საეჭვო გარემოებების გადამოწმება.
  • პირადი საკითხები: რეპუტაციის დაცვა და სიმართლის დოკუმენტური დადასტურება ნებისმიერ რთულ სიტუაციაში.

ჩვენი ცენტრი ეფუძნება მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას და იყენებს უახლესი თაობის აპარატურას, რაც უზრუნველყოფს კვლევის მაქსიმალურ სიზუსტესა და ობიექტურობას.

პროფესიული გარანტია: სიმართლის გარკვევა დღეს უკვე შესაძლებელია მეცნიერული სიზუსტით. დაეყრდენით პროფესიონალთა დასკვნებს და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები.

სიცრუის დეტექტორი

სიცრუის დეტექტორი

პოლიგრაფის მომსახურებას. მომსახურებას გაგიწევენ ასოციაციის სპეციალისტები. 

სიცრუის დეტექტორის მომსახურებაზე აუცილებელია იმ პირის თანხმობა, ვინც უნდა შემოწმდეს პოლიგრაფზე.

პოლიგრაფირება ხდება წინასწარ მომზადებული კითხვების შესაბამისად, რომელის შინაარსიც და ენაც შეთანხმებული უნდა იყოს წინასწარ ასოციაციის წარმომადენელთან.

პოლიგრაფზე შემოწმების შემდეგ დასმული კითხვები და პასუხები, რომელიც აღირიცხება სპეციალურ პროგრამაში, საბოლოოდ ჩამოყალიბდება დასკვნის სახით, სადაც წარმოდგენილი იქნება კითხვებზე გაცემული პასუხების დამოიდებულა პოლიგრაფირების პიროვნების, აისახება პროგრამული მაჩვენებელის ცვლილებები, რაც ვარაუდის საფუძველს ქმნის აღნიშნული პასუხების სისწორეში ან სიცრუეში. 

აღნიშნული მომსახურებით სარგებლობს როგორ ფიზიკური ასევე იურიდიული პირები, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, სიცრუის დეტექტორი ქმნის ახალ ალტერნატივას სამართალწარმოების მიმართლებით.